Saturday, March 12, 2011

პროექტის სახელწოდება

1.პროექტის სახელწოდება-მრიცხველები სხვადასხვა ტიპის ავტომანქანებში
2.პროექტის მთავარი იდეა–ნუმერაციის უკეთ შესწავლა
3.პროექტის აქტუალობა–რაც შეიძლება მეტი იცოდეს ცხოვრებისეული პრობლემებისა და ღირებულებების შესახებ.
4პროექტის მიზნები.–მრავალნიშნა რიცხვების ჩაქერა–წაკითხვა,გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცება ისტ–ის მეშვეობით.
5.მონაწილეთა ასაკი.–10 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:–1თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: –შესრულებული  დავალების საფუძველზე ცოდნის დონის ამაღლება,კვლევა–ძიების უნარ–ჩვევებში გაწაფვა..
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:–სახელმძღვანელო,ტელეფონი,ავტომობილი,დამხმარე ადამიანები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):–თემის გარშემო ჩამოყალიბებული კითხვები:1.რამდენი სახის მრიცხველია თითოეულ მანქანაში?
2.რა დანიშნულება აქვს თითოეულ მრიცხველს?
3.ავტომანქანის მარკისა და წარმოების ადგილის მიხედვით რამდენთანრიგიანი მრიცხველები არსებობს?
4.
გავლილი კმ–ების ოდენობის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად საკმარისია თუ არა სათანადო მრიცხველზე  მითითებული ციფრების ცოდნა?
ოთხი მოსწავლისგან შედგენილი ჯგუფი ,დასახული გეგმის მიხედვით ინდივიდუალურად შეეცდებიან შესაბამისი მონაცემების შეგროვებას.
გეგმა:მძღოლებთან გასაუბრება,მრიცხველების მუშაობის წესის დაზუსტება და შემდეგი ამოცანის ამოხსნა:ვთქვათ,მანქანას აქვს ხუთნიშნა მრიცხველი.რას გვიჩვენებს ეს მრიცხველი,როცა გავლილია 152000კმ?
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში:–მოსწავლეს უვითარდება მონაცემთა მოპოვების,შეგროვების და კითხვების დასმის უნარ–ჩვევები.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)–ლია ჩაჩუა
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.lchachua 2011@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი-lchachua.blogspot.com